top of page

კომპანია „ვაისი“ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სასწავლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ, როგორც გამოცდილების ასევე ცოდნის მიღებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019 წლის 26 მარტს, კომპანია ვაისის წარმომადგენლები დაესწრნენ ბიზნესის, კონსალტინგისა და ფინანსების დასაქმების ფორუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA

2018 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა დასაქმების ფორუმი აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის, ორგანიზებული საქართველოს ბიზნესის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის განვითარების სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და კრწანისის რაიონის ადმინისტრაციის მიერ  - სოციალური პასუხისმგებლობის და პარტნიორობის ფარგლებში.

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს ბიზნესის აკადემიის  ფორუმს.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმი

 

2018 წლის 22 ნოემბერს კომპანია „ვაისის“ წარმომადგენლები  დაესწრნენ  თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმს.​

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წლის 17 ნოემბერს კომპანია „ვაისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმს.​

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2018 წლის 30 მარტს „ვაისი“ დაესწრო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმს.

bottom of page