საბროკერო კომპანია ვაისი ორიენტირებულია მომხმარებლების კმაყოფილებაზე და მისი მისია და მიზნები ეფუძნება მკაფიოდ განსაზღვრულ პრინციპებს , როგორიცაა სწორი გადაწყვეტილებები, გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი, კომუნიკაცია, სწრაფი რეაგირება და მოქნილობა.
სწორი გადაწყვეტილებები
ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კომპანია ვაისი კლიენტებს საუკეთესო ფასად სთავაზობს მათზე მორგებულ ხარისხიან პროდუქტებს და მომსახურებას უმოკლეს დროში.
პასუხისმგებლობა
კომპანია ვაისი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაწეულ მომსახურეობაზე.ორგანიზაციას,რომელსაცსაბუღალტრომომსახურებააქვსგატანილიაუთსორსზედამასემსახურებაკომპანიავაისი, 100% დაცულიასაგადასახადორისკებისაგან,რაც გამოგვარჩევს სხვა საფინანსო კომპანიებისაგან.
გამჭვირვალობა
სახელი ვაისი (Weiss) გერმანულად ნიშნავს სუფთას (გამჭვირვალეს), ჩვენი მთავარი ღირებულებაც სწორედ ეს არის. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ როგორც მომხარებლებისათვის, ასევე იმ კომპანიებისათვის, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. გამჭვირვალობა განაპირობებს ნდობას ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რაც წარმატების წინაპირობაა.
პროფესიონალიზმი
ვაისი ორიენტირებულია კადრების მუდმივ გადამზადებაზე , განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. ეს საშუალებას გვაძლევს გვყავდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც შემდგომი წარმატებების საწინდარია.
კომუნიკაცია და სწრაფი რეაგირება
მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება კლიენტის ნებისმიერ მოთხოვნაზე, რაც მომხმარებელს უქმნის კომფორტს დაეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.
მოქნილობა
სწრაფი და მოქნილი მომსახურება კლიენტისთვის წარმოადგენს კომფორტს, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა , ამისათვის კომპანიაში მინიმალურ დონემდეა დაყვანილი ბიუროკრატიული სქემები, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივ რეჟიმში გავაუმჯობესოთ ხარისხი.